გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა მიმდინარე სამიტზე აღნიშნა, რომ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონემ კაცობრიობის ისტორიაში არსებულ ყველა მაჩვენებელს გადააჭარბა. მისი თქმით, ბოლო 4 წელი, სავარაუდოდ, მეტეოროლოგიური დაკვირვებების ისტორიაში ყველაზე ცხელი წლები გახდება.
“CO2- ის კონცენტრაციის დონე რამდენიმე მილიონი წლის წინ იყო, შემდეგ ტემპერატურამ გაცილებით მოიმატა ”, – განაცხადა გაეროს გენმდივანმა.
გუტიერესის განცხადებით, ივლისში, 200 მილიარდამდე ტონა ყინული დადნა. ასევე, ციმბირში, ალასკაზე, კანადაში, გრანლანდიაში, არქტიკული წრის მიღმა და ამაზონში მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისში ხანძარმა ატმოსფეროში ნახშიროჟანგის მატება განაპირობა.
როგორც ირკვევა, საფრანგეთში, საგანგებო მდგომარეობაზეც კი დაიწყეს საუბარი. მიმდინარე წელს კი ბრიტანეთი პირველი ქვეყანა იყო, ვინც კლიმატის ცვლილების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ბოლო ინფორმაციით, დროდადრო, მთელ მსოფლიოში ანალოგიური დოკუმენტის პათოსსდაახლოებით ასობით ქალაქი უერთდება.
აღნიშნულ საკითხზე, სექტემბერში, ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სპეციალური შეხვედრა გაიმართება.