შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ძლიერი ხანძარია. ცეცხლი გავრცელდა წიწვოვან ტყეში. ხანძრის ჩაქრობაში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო.
ადგილზე გავიდნენ გორის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ჯგუფებიც. როგორც ირკვევა, დამატებითი ძალების მობილიზებაც მოხდა. ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.