„ნატო აფხაზეთში 25 აგვისტოს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს. ნატო-ს მოკავშირე ქვეყნები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღიარებენ. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საყოველთაოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში”.
ჯეიმს აპატურაი, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში
შეგახსენებთ, რუსეთის მიერ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ აფხაზეთში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ გაიმართა და ე.წ. შედეგებიდან გამომდინარე მეორე ტური დაინიშნა. მეორე ტურში ერთმანეთს მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციონერი ალხაზ კვიციანი შეხვდებიან.