პენიტენციური დაწესებულებები მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათებს ორი დღის განმავლობაში, 09:00-დან 18:00 საათამდე, მიიღებენ.
უწყების ყველა პენიტენციური დაწესებულება მზადაა უზრუნველყოს ბრალდებულებისა და მსჯავდებულებისთვის ამანათების მიღება.
„კანონით დადგენილი წესით, პენიტენციური დაწესებულებები ამანათებს 26 და 27 აგვისტოს 09:00-დან 18:00 საათამდე მიიღებენ. სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.