ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ხვალ, 25 აგვისტოს „საპრეზიდენტო არჩევნებს“ ატარებს. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის გარდა, ე.წ. საარჩევნო უბნები ასევე გაიხსნება რუსეთში.
მედიის ინფორმაციით, ე.წ. „არჩევნებს“ დააკვირდებიან რუსეთის ფედერალური კრების (პარლამენტის) ორივე პალატის დელეგაციები, ასევე სანკტ-პეტერბურგის სათათბიროს საგარეო კომიტეტის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს უკვე ჩავიდნენ სოხუმში, ასევე არაღიარებული ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ დელეგაცია.
ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებში“ 9 კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორისაა მოქმედი ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.