ბუნებრივია, ძალიან სამწუხაროა,როდესაც ოჯახის წევრს ჩრჩება განცდა, რომ გადაწყვეტილება მათ მოლოდინებს არ შეესაბამება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
ჩუგოშვილის განცხადებით, პროკურატურამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ოჯახის წევრებს ჰქონდეთ განცდა, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნა საქმესთან დაკავშირებით მიღებული.
„როდესაც ოჯახის წევრებს და შვილს აქვთ განცდა, რომ არ იყო სათანადოდ გამოძიებული საქმე, ეს არის ძალიან სამწუხარო. პროკურატურამ უნდა სცადოს, სათანადო ინფორმირება მოახდინოს მისი ან წარმართოს პროცესები ისე, ოჯახის წევრებს ჰქონდეთ განცდა, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნა საქმესთან დაკავშირებით მიღებული. ბუნებრივია, ძალიან სამწუხაროა,როდესაც ოჯახის წევრს რჩება განცდა, რომ გადაწყვეტილება მათ მოლოდინებს არ შეესაბამება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ია კერზაიას საქმეზე გამოძიება შეწყდა.
კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას თქმით, საქმის გამოძიება თავიდანვე არასწორი მიმართულებით წაიყვანეს და მთავარი მტკიცებულებები გაანადგურეს.