ბაჩანა შენგელია სოციალურ ქსელში პროკურატურის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ია კრზაიას საქმის გამოძიება შეწყდა.
შენგელიას თქმით, საქმის გამოძიება თვიდანვე არასწორი მიმართულებით წაიყვანეს და მთავარი მტკიცებულებები გაანადგურეს.
“პარასკევ საღამოს, 23 აგვისტოს ,,აპოლიტიკურმა პროკურატურამ” შეწყვიტა ია კერზაიას საქმის გამოძიება და ეს ფაქტი ახსნა საქმეში დანაშაულის ნიშნების არარსებობით.
განცხადებას შეგნებულად არ ვაშეარებ, სამარცხვინო ტყუილების ერთობლიობაა და მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს მრცხვენია ასეთი გენერალური პროკურატურის არსებობის.
საქმის გამოძიება თავიდანვე არასწორი მიმართულებით წაიყვანეს, შეგნებულად დააგვიანეს მთავარი მტკიცებულებების (სათვალთვალო კამერების ჩანაწერების) ამოღება და მოგვიანებით გაანადგურეს, ექსპერტიზაზე არასრული მასალა გააგზავნეს, არ დაკითხეს მთავარი მოწმეები, არ დანიშნეს კალიგრაფიული ექსპერტიზა და არ შეასრულეს არაერთი პროცესუალური თუ საგამოძიებო მოქმედება.
აპრილში, როდესაც მასალებს გავეცანით, ცხადი გახდა, რომ საქმის გამოძიების შეწყვეტისკენ მიჰყავდათ ყველაფერი, უბრალოდ დაელოდნენ ,,შესაფერის დროს” გამორთულ რუსთავი2-ს და ასე ქურდულად, წინასწარი შეტყობინების გარეშე (ჯურნალისტებისგან გავიგე) განაცხადეს, რომ ამ საქმეს დამნაშავე არ ჰყავს. რომ მართალია ადამიანი გარდაიცვალა, რომელიც მანამდე პრატიკულად აწამეს, მაგრამ კანონი ფორმალურადაც არავის დაურღვევია.
ეს არის ამ ხელისუფლების სამართალი, მაგრამ ამ ყველაფერს რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, საქმეს დაემატა ახალი დამნაშავეები იმ პროკურორების და გამომძიებლების სახით, ვინც ამ საქმის ფაბრიკაციაში მიიღო მონაწილეობა და ისინი მთავარ დამნაშავეებთან – გახარია-ბატიაშვილთან და მათ ზონდერებთან ერთად აუცილებლად გასამართლდებიან.
ჩემი ბრძოლის მიმართულებით არაფერი შეცვლილა, დიდი ხანია გავაცნობიერე, რომ ამ საქმის გამოძიება, დამნაშავე მთავრობის ცვლილებაზე გადის, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ მკვლელებს და გამყალბებლებს პასუხი გაეცეს, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს.
ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება ბოლომდე, სანამ ყველა დამნაშავე არ დაისჯება. არანაირი საქმის შეწყვეტა პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი პროკურატურის მხრიდან არ უშველით, ეს წააკითხონ და დააჯერონ მათ, ვისთვისაც დაწერეს.
სამართალი აუცილებლად იზეიმებს!”, – წერს შენგელია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ია კერზაიას საქმეზე გამოძიება შეწყდა.