ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მაკრონმა G7-ს მოუწოდა, ამაზონის ჯუნგლების საკითხზე იმსჯელონ

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის შეფასებით, ამაზონის ჯუნგლებში გაჩენილი ხანძარი საერთაშორისო კრიზისია.

მან დიდი შვიდეულის სამიტს დისკუსიისკენ მოუწოდა.

“ჩვენი სახლი იწვის, ამაზონის ჯუნგლები – ფილტვები, რომელიც ჩვენი პლანეტის ჟანგბადის 20%-ს აწარმოებს – ცეცხლშია გახვეული. ეს საერთაშორისო კრიზისია, დიდი შვიდეულის წევრებო, ვისაუბროთ, უახლოეს ორ დღეში სასწრაფო დახმარების აღმოჩენაზე”. – წერს მაკრონი “ტვიტერზე”.

ამაზონის ჯუგლებში უკანასკნელი კვირის მანძილზე 9,500-მდე ხანძრის კერა გაჩნდა. ამაზონის ჯუნგლებში სამ მილიონამდე სახეობის მცენარე და ცხოველი ბინადრობს.

იტვირთბა....