aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური სოფელ საყავრეს ტყის ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური სოფელ საყავრესთან არსებულ ხანძარზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები აქტიუტრად მიმდინარეობს. მთელი ღამის განმავლობაში სამუშაოებში ჩართული იქნება 10 სახანძრო და სამი სამაშველო მანქანა, 9 დამხმარე ტექნიკა, 170 მეხანძრე-მაშველი.

გათენებისთანავე, ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩაერთვება სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი. 
პირველადი ინფორმაციით, ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა 40 ჰექტარზე, თუმცა მეხანძრე მაშველების აქტიური მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ ამ დროისთვის ხანძრის ფართობი 10 ჰექტარს არ აჭარბებს.

22 აგვისტოს საღამოს 18:00 საათიდან ხანძრის ქრობის ოპერაციაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, მათ 6 გაფრენა განახორციელეს.

ადგილზე მოწყობილია საველე შტაბი, საიდანაც მიმდინარეობს ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია. ოპერაციაში ჩართულია როგორც შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის, ასევე სამცხე-ჯავახეთის და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები”, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....