ახალი ამბები მედია მთავარი

ერთი კვირის წინ არხის განვითარების სწრაფი გეგმა მქონდა, მაგრამ ის სწრაფი აღარაა – ხალვაში

რუსთავი 2-ის 100%-იანი წილის მფლობელი არხზე საინფორმაციო მაუწყებლობის აღდგენას სეტემბრიდან ვარაუდობს. ამის შესახებ ქიბარ ხალვაშმა „იმედს“ სატელეფონო საუბრისას განუცხადა.

„ერთი კვირის წინ არხის განვითარების სწრაფი გეგმა მქონდა, დღეს თუ ამას ობიექტურად შევხედავთ მყარი განვითარების გეგმა მაქვს, მაგრამ ის სწრაფი აღარ არის. ჩვენ ვფიქრობთ ახლა კადრებზეც, ძველებზეც. ჩვენ ვიქნებით ობიექტური, კრიტიკული ტელევიზია. მე ვფიქრობ, რომ ძველი კადრები შანტაჟის და ბულინგის მსხვერპლი გახდნენ. თუ მობრუნდებიან ვიქნებით ბედნიერები, თუ არადა ახალს ვიპოვით. მაყურებელი „კურიერს“ იხილავს უახლოეს დღეებში, შევეცდებით რომ აღვადგინოთ მაუწყებლობა, ალბათ სექტემბრამდე დაგვჭირდება დრო“, – განაცხადა ხალვაშმა.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ არხის წამყვანი ჟურნალისტები (ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანიგიორგი გაბუნიაეკა კვესიტაძე, გიორგი ლაფერაშვილი) სამსახურიდან გაათავისუფლა, არხი დატოვა “კურიერის” პრაქტიკულად მთელმა შემადგენლობამ.

ამ დრომდე “კურიერი” ეთერში არ გადის, ხოლო არხის ვებსაიტზე ახალი ამბები უკვე 24 საათზეა მეტია არ გამოქვეყნებულა.

გარდა ამისა, ნესტან ნენე კვინიკაძემ, ქეთი დევდარიანმა, ლაშა ბუღაძემ და დათო ტურაშვილმა, რომლებსაც “რუსთვი 2” -ის ეთერში შაბათის შუადღე მიყავდათ, სამსახური დატოვეს.  

გარდა ამისა, რუსთავი2 გადაცემა P.S-ის გუნდმაც დატოვა.

იტვირთბა....