ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დათო ტურაშვილმა, ლაშა ბუღაძემ, ქეთი დევდარიანმა და ნესტან კვინიკაძემ “რუსთვი 2” დატოვეს

ნესტან ნენე კვინიკაძემ, ქეთი დევდარიანმა, ლაშა ბუღაძემ და დათო ტურაშვილმა, რომლებსაც “რუსთვი 2” -ის ეთერში შაბათის შუადღე მიყავდათ, სამსახური დატოვეს.  ამის შესახებ გადაცემის განცხადებაშია აღნიშნული.

მათი თქმით, იმ მედიარეალობის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოსთვის სამწუხარო რეალობად იქცა, “ლიტერატურული შაბათის” წამყვანები შეუძლებლად მიიჩნევენ დარჩნენ ტელევიზიაში, სადაც, მათივე თქმით, “აღარ იარსებებს ქართული სახელმწიფოსა და დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, მოქმედი ხელისუფლებისთვის კი მიუღებელი კრიტიკული სიტყვა”.

“სამწუხაროდ, საქართველოში უკვე მერამდენე ხელისუფლება იმეორებს წინამორბედის შეცდომებს და არც ეს ხელისუფლებაა გამონაკლისი ამ მხრივ და მეტიც — ეჭვი გვაქვს, რომ ეს მმართველობა არა მხოლოდ დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას, არამედ საქართველოს ევროპულ, ისტორიულ არჩევანს უქმნის საფრთხეს და რაც მთავარია, საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ქართულ სახელმწიფოებრიობას”, — ნათქვამია განცხადებაში.

წამყვანების განცხადებით, იმ ტელეკომპანიასთან, რომელიც ხელისუფლების ასეთი კურსისა და პოლიტიკის გამტარებელი იქნება, ისინი ვერ გააგრძელებენ თანამშრომლობას.

“ჩვენ ისევ იმ ღირებულებების ერთგულები ვიქნებით, რასაც ლიტერატურა ყოველთვის გვკარნახობს და რისთვისაც ეს გადაცემა შეიქმნა და წლების განმავლობაში არსებობდა. თავისუფლების ალტერნატივა არ არსებობს და თავისუფლება არ იყიდება”, — აღნიშნავენ გადაცემის წამყვანები.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ არხის წამყვანი ჟურნალისტები (ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანიგიორგი გაბუნიაეკა კვესიტაძე, გიორგი ლაფერაშვილი) სამსახურიდან გაათავისუფლა, არხი დატოვა “კურიერის” პრაქტიკულად მთელმა შემადგენლობამ.

ამ დრომდე “კურიერი” ეთერში არ გადის, ხოლო არხის ვებსაიტზე ახალი ამბები უკვე 24 საათზეა მეტია არ გამოქვეყნებულა.

 

.

იტვირთბა....