ბოლო დღეებში, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“ესე იგი ასე ყველაფერში უნიჭოები რანაირად ხართ ამ ხელისუფლებაში? როდესაც წინა ხელისუფლებამ მოახდინა მედიის მონოპოლიზება და 2008 წლის შემდეგ სამი ზოგადეროვნული მასშტაბის არხიდან რომელზეც არ უნდა გადაგერთო, ყველგან ერთი და იგივე სიუჟეტი გადიოდა, სულ რამდენიმე ჟურნალისტი გაემიჯნა ღიად ამ პროცესს. ახლა კი, ამ ხელისუფლებამ რუსთავი-2-ის წინააღმდეგ იმდენად უშნოდ და ქაჯურად წაიყვანა საქმე, იმდენად თეთრი ძაფებით კერა “ორ კერძო სუბიექტს შორის საკუთრებაზე დავა”, რომ ტელევიზიის ლამის მთელი პერსონალი უსამართლობის წინააღმდეგ უსისხლო ომში გაწვრთნა, გამოაბრძმედა, შეკრა და საბოლოო ჯამში თავისუფალი სიტყვის მებრძოლებად ჩამოაყალიბა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს გუნდი დღეს დემოკრატიული ღირებულებებისთვის ბრძოლაში სერიოზული აქტივია. მოკლედ, გინდოდათ გექნათ როგორც ნაცებს და გამოგივიდათ როგორც ქოცებს გამოგდით ხოლმე. “ი სლავა ბოგუ”, როგორც თქვენი საყვარელი რუსები იტყვიან.” – წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, დღეს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წამყვანი ჟურნალისტების უმეტესობამ კომპანია დატოვა.