აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, რომ „რაინეარის“ საქართველოში შემოსვლა ნიშნავს უფრო მეტ ევროპელ ტურისტს
როგორც გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნა, თითქმის 10 წელი გრძელდებოდა ავიაკომპანია „რაინიართან“ მოლაპარაკებები.
„დღეს მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას, რომელიც სამი ახალი პირდაპირი რეისს მიმდინარე წელს დაწყებას. „რაინეარის“ საქართველოში შემოსვლა ნიშნავს უფრო მეტ ევროპელ ტურისტს. მომავალშიც დაემატება ევროკავშირის ქვეყნები და ეს ნიშნავს, რომ ევროპა დაუახლოვდება საქართველოს“ – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
ავიარეისების სუბსიდირება არ მოხდება, თუმცა ხელშეკრულებით გათვალისწინებულია გარკვეული ტიპის მარკეტინგული მხარდაჭერა.
ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.
ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელს მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა, გიორგი ჩოგოვაძემ და „რაინეარის“ (Ryanair) კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ ბრაიენმა.