ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ან ინარჩუნებ ღირსებას, ან ივანიშვილის სისხლიანი მმართველობის მონები ხდებიან” – კვესიტაძე “რ2”-ში დარჩენილ ჟურნალისტებს

სულ ერთი კვირა დასჭირდ სალიას იმისათვის, რომ თავისი მოცემული სიტყვა უკან წაეღო და სპეციალურ ბრიფინგზე ის ჟურნალისტები, რომელსაც იმ დღეს სათნო სახით ზღაპრებს გვიყვებოდა, არხიდან სასაცილო მიზეზებით გავეთავისუფლებინეთ – ასე ეხმაურება “რუსთვი 2”-ის ყოფილი ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე სამსახურიდან მის გათავისუფლებას.

“სალიას პირველად რომ შევხვდით არხის წამყვანი სახეები, იკითხა – ნიკა გვარამია არ იქნება კვირის აქცენტებშიო? მე როგორც წამყვანი არ გამითავისულებიაო. მის უტიფრობაზე ყველას გაგვეცინა. მერე დაგვიწყო ასევე „გულწრფელად” იმის მტკიცება, რომ ყველა წამყვანს და გადაცემას შეინარჩუნებდა – უფრო მეტიც ბადეც კი “დაამტკიცა”. სულ ერთი კვირა დასჭირდ სალიას იმისათვის, რომ თავისი მოცემული სიტყვა უკან წაეღო და სპეციალურ ბრიფინგზე ის ჟურნალისტები, რომელსაც იმ დღეს სათნო სახით ზღაპრებს გვიყვებოდა, არხიდან სასაცილო მიზეზებით გავეთავისუფლებინეთ. ხოდა, ახლა ეს ივანიშვილის უსახო შავი საქმის შემსრულებელი კაცი ახალ ზღაპრებს უყვება კურიერის ჟურანლისტებს. ყველამ კარგად უნდა იცოდეს – დღეს თითოეული მათგანი ინდივიდუალური არჩევანის წინაშე დგას და ეს არჩევანი არის ძალიან მკაფიო – ან ინარჩუნებ ღირსებას, ან ივანიშვილის პრორუსული, ავტორიტარული, სისხლიანი მმართველობის მონა ხდები. მესამე გზა აქ არ არსებობს. უღირსი არჩევანის გამკეთებლები კი მოემზადონ დიდი საზოგადოებრივი წნეხისთვის.
ეს დღე უკან აღარ დაბრუნდება!” – წერს ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც გუშინ “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამარხის წამყვანი ჟურნალისტები (ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანიგიორგი გაბუნიაეკა კვესიტაძე, გიორგი ლაფერაშვილი) სამსახურიდან გაათავისუფლა, “კურიერის” წამყვანებმაც დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა სამუშაო ადგილები დატოვეს.

ასევე გუშინდელი ღამის შემდეგ ახალი ამბები არ ქვეყნდება “რუსთავი 2-ის” ვებსაიტზეც.

სალიას პირველად რომ შევხვდით არხის წამყვანი სახეები, იკითხა – ნიკა გვარამია არ იქნება კვირის აქცენტებშიო? მე როგორც…

Gepostet von Eka Kvesitadze am Mittwoch, 21. August 2019

იტვირთბა....