ახალი ამბები მთავარი სოციალური ქსელი

გამათავისუფლეს იმიტომ, რომ ქიბარ ხალვაში არ მიყვარს – ჟორჟოლიანი

“გამათავისუფლეს იმიტომ, რომ ქიბარ ხალვაში არ მიყვარს, არ მომწონს და არ ვგულშემატკივრობ. ეს თქვა პაატა სალიამ, მან განაცხადაო, რომ ის რომ შეიტანს სტრასბურგში სარჩელს და წააგებს, ამას გულშემატკივრობსო. მე კონტრაქტში არ მიწერია, რომ რომელიმე მფლობელი უნდა მიყვარდეს, მე კონტრაქტში მიწერია, რომ უნდა ვაკეთებდე რეიტინგულ გადაცემებს, რომელიც არხისთვის არის შემოსავლიანი და ამას აკეთებდა ნანუკას შოუ წლების განმავლობაში ძალიან წარმატებით.  მე ქიბარ ხალვაშთან დაალხოებულ პირებს ვიცნობ და როდესაც მითხრეს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღებოდა, ქიბარმა თქვა, რომ ვერ იტანდა ჩემს გამოხატულ სიმპატიებს მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი ხელისუფლებისადმი”

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ჟურნალისტებთან საუბრისას “რუსთავი 2-დან” მის გაშვებას ეხმაურება;

იტვირთბა....