ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქიბარ ხალვაშის ამოცანაა, რუსთვი 2 ფინანსურად გაჯანსაღდეს ” – სალია

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ საგანგებო ბრიფინგზე საუბრისას განაცხადა, რომ მ პერიოდში „რუსთავი 2“-ის ყიდვის არც ერთი მსურველი არ გამოჩნდა.

მან განმარტა, თუ რატომ იყო განსაზღვრული ერთკვირიანი ვადა.

„ახლა არის მომდევნო სეზონის მზადების პერიოდი დაწყებული, ძალან ცოტა დრო დარჩა ახალი სეზონის დაწყებამდე. სწორედ ამიტომ, თუ იქნებოდა ცვლილებები, უნდა მოგვეხდინა მესაკუთრის ცვლილებები ამ მოკლე პერიოდში იმგვარად, რომ ხელი არ შეშლოდა არხის ნორმალურ ფუნქციონირებას. ეს ვადა უშედეგოდ გავიდა და ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა, არხი არ გაკოტრდეს, ეს იყოს წარამტებული ტელეკომპანია, რომელიც იქნება პოპულარული და, რომელიც იქნება მაქსიმალურად კრიტიკული. ჩვენ ამ მოკლე ვადაში დავსახეთ კონკრეტული ამოცანები და გეგმები“, – განაცხადა სალიამ.

მისი თქმით, უფრო დეტალური გეგმის შესახებ აუცილებლად გახდება ცნობილი.

„უფრო დეტალურად სამოქმედო გეგმის შესახებ აუცილებლად გავესაუბრებით დაინტერესებულ საზოგადოებას, რა თქმა უნდა, იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს შესაძლებელი იქნება კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, კონფიდენციალურ ინფორმაციას ვერ გავთქვამთ“, – განაცხადა „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა.

ამასთან, მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა სახელმწიფოსთან ვალის რესტრუქტურიზაციაზე.

„ჩვენ ასევე ვმუშაობთ სახელმწიფოსთან ვალის რესტრუქტურიზების თაობაზე, აუცილებლად გვექნება ჩვენი პოზიცია ამ მიმართულებაზე. ვმუშაობთ და აქტიურად ვიმუშავებთ კრედიტორებთან, 70 მილიონზე მეტია დავალიანება. სამუშაო დიდი გვაქვს, დარწმუნებული ვართ, რომ ამ ამოცანას გადავლახავთ და გადავჭრით. ეს იქნება კომპანიის საკეთილდღეოდ განხორციელებული მოქმედებები და აუცილებლად შეიტყობთ იმ სიახლეების შესახებ, რაც მოხდება კომპანიაში. ეს იყო მოკლედ იმ გადაწყვეტილების შინაარსი, რაც მიიღო ქიბარ ხალვაშმა და რაც გაცხადდა გუშინ“, – აღნიშნა პაატა სალიამ.

მისი თქმით, გეგმა რეალურია და ქიბარ ხალვაშის სურვილია, გაჯანსაღდეს კომპანია.

„მინდა, მე დღეს დამატებით კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ ეს გეგმა რეალურია, რომ ქიბარ ხალვაშის სურვილი გაჯანსაღდეს ეს კომპანია ფინანსურად და ამ კომპანიას ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარი სახსრებით ირჩინოს თავი, რაც პირველ რიგში, განაპირობებს მის დამოუკიდებლობას. სწორედ ეს არის მისი ამოცანა და ის არ დაზოგავს საკუთარ ფინანსებს, შესაძლებლობას, გამოცდილებას ბიზნესში, რომ მიაღწიოს თავის ამოცანას“, – აღნიშნა პაატა სალიამ და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, მიღებულია რამდენიმე გადაწყვეტილება.

იტვირთბა....