სამოქალაქო მოძრაობის – „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელი, დავით ქაცარავა აცხადებს, რომ თავს დაესხნენ.
როგორც ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, სოფელ ბობნევში ფიზიკურად 5 პირი გაუსწორდა.
მისივე თქმით, იქვე იმყოფებოდა პოლიცია, თუმცა არავინ დახმარებია.
“ამ წუთას ვიმყოფები ბობნევში.წამლები მოვუტანე დათა პაპას. ჩემი აქაური ჩამოსვლის შესახებ არავინ იცოდა. ბუნებრივია შსს ს გარდა, რომელსაც ჩემს მოსვლამდე შევატყობინე წინასწარ. დათა პაპას სახლთან დამხვდა 4- 5 კაციანი ტიტუშკების ჯგუფი. მოსვლისთანავე მომცვივდნენ და შეურაცხყოფის მოყენება დაიწყეს. ხელითაც შემეხნენ და ქვებსაც მესროდნენ. მოკლედ, ტიტუშკებით ბრძოლაზე გადავედით? გასაგებია.მივდივარ საავადმყოფოში. იქედან შეგეხმიანებით პოლიცია იქვე იმყოფებოდა და ვერ შეაჩერა მათი თავდასხმა. ხო, სხვათა შორის, კუანა კურდღლებო, ყბები როგორ გაქვთ”. – აცხადებს ქაცარავა.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით, რაცგულისხმობს სისტემატურს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას , რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი,. დანაშაული ისჯება თავისუფლებს შეზღუდვით, ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამადე.
Gepostet von დავით ქაცარავა am Dienstag, 20. August 2019