ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სამხედრო საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად КГБ-ს ოფიცერი ლეჟავა დაინიშნა

გავრცელებული ინფორმაციიდ თანახმად სამხედრო საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად КГБ-ს ოფიცერი დიმიტრი ლეჟავა დაინიშნა, თუმცა პრეზიდენტის მრჩეველთა ჩამონათვალში მისი სახელი და გვარი ოფიციალურად მითითებული არ არის. არც ის არის ცნობილი,როდის აირჩია პრეზიდენტმა მრჩევლად ლეჟავა.

როგორც ექსპერტები ამბობენ, მათ ლეჟავას პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნის შესახებ შემთხვევით მაშინ გაიგეს, როდესაც თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ ღონისძიებაზე დიმიტრი ლეჟავა პრეზიდენტის წარმომადგენელის სტატუსით მივიდა.

ექსპერტებმა დაზუსტებით იციან, რომ ლეჟავამ, საბჭოთა სპეცსამსახურებში 17 წელი იმუშავა. ის საბჭოთა უშიშროების სამსახურში 1983 წლიდან მუშაობდა. 1998 წელს ის მუშაობდა ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში და ამის შემდეგ საჯარო სამსახურში აღარ უმუშავია.

როგორც ექსპერტები ამბობენ, ლეჟავას შესახებ სხვა ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს. ის ბოლოს 2015 წელს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ შეკრებაზე აქტივისტის სტატუსით ნახეს.

დიმიტრი ლეჟავას საცხოვრებელ სახლში მისულ „კურიერის“ გადამღებ ჯგუფს ლეჟავა არ დახვდა, „რუსთავი2“-ს აინტერესებდა, როდის , ვისი რეკომენდაციითა და შეთავაზებით მოხდა ლეჟავას პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა.

იტვირთბა....