ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი

„მეტრონომს“ სამინისტროში დაუდასტურეს, რომ მსხვილი მასშტაბის აუქციონი შპს „არტემიდამ“ მოიგო

როგორც ჩანს, ქვეყანაში სერიოზული ინვესტიცია განხორციელდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც ეხებოდა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის სპეციალური ლიცენზიის მოპოვებას, შპს არტემიდამ გაიმარჯვა.

„მეტრონომი“ დაუკავშირდა გარემოს დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს. მისმა წარმომადგენელმა ეკა საათაშვილმა დაგვიდასტურა, რომ აუქციონი ნამდვილად მოიგო შპს არტემიდამ. მისი თქმით, დარჩენილია გარკვეული პროცედურები და საკითხის დეტალურად შესწავლის შემდეგ, ისინი ყველაფერს საჯაროს გახდიან.

როგორც ირკვევა, ინვესტიცია ეხება ბაღდათი-ვანის სატყეო მეურნეობაში სამონადირეო კომპლექსის შექმნას, სადაც საკმაოდ ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურა უნდა გაშენდეს.

ლიცენზიის სარგებლობის ვადა განსაზღვრულია 49 წლით 6700 ჰექტარ სატყეო ტერიტორიაზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, “არტემიდა”, რომლის საშუალებითაც განხორციელდება უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში, ვალდებულია სამონადირეო კოპლექსის განვითარების მიზნით 1 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს.

აუქციონი სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მოპოვების მიზნით 2 აგვისტოს გაიმართა და შპს არტემიდამ 380475.2 ლარად შეიძინა.

კომპლექსის განვითარება საერთაშორისო სტანდარტებით მოხდება, რისთვისაც რამდენიმე მილიონი ინვესტიცია განხორციელდება.

იტვირთბა....