სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსირთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შეჯახების დროს, 2 ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი – დაშავდა.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის, მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.