„ყველაფერი კეთდება, რომ უკანონოდ დაკავებული რვავე პირი გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ, ესაა ყველაზე მთავარი პრიორიტეტი და ყველა შესაბამისი სტრუქტურა ამისათვის მუშაობს. მიღებული ინფორმაციით, დაკავებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გუშინ და დღეს არაერთხელ გაააქტიურეს ცხელი ხაზი, ჩვენი მოთხოვნაა ამ პირებს მიეცეთ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობა. ინფორმირებული არიან ჟენევის თანათავმჯდომარეები, ჩემი თანამშრომლები იმყოფებოდნენ ადგილზე, მიაწოდეს ინფორმაცია ყველა ღონისძიების შესახებ”.
ქეთევან ციხელაშვილი, აქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში
რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით, საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს
სუს-ის ინფორმაციით, ისინი ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი