ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კორძაია – ივანიშვილს ჩვევად აქვს დასცინოს საკუთარ მოქალაქეებს, ამიტომ არ გამოვრიცხავ გახარიას პრემიერად დანიშვნას

მე არ ვიცი რამდენად სანდოა სამთავრობო ცვლილებებზე გავრცელებული ინფორმაცია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის მოქმედების სტილიდან გამომდინარე, არაფერს გამოვრიცხავ. ჩვენ ვხედავთ, რომ გადადგა ირაკლი კობახიძე და დასვა საკონსტიტუციო ცვლილებების ხელმძღვანელად. ადამიანი, რეალურად, ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს. ფორმალურად, ერთი ხელმძღვანელი მეორით შეიცვალა, – ამის შესახებ “მეტრონომთან” საუბრისას “რესპუბლიკური” პარტიის წევრმა თამუნა კორძაიამ შესაძლო სამთავრობო ცვლილებების თემის კომენტირებისას განაცხადა.

კორძაიას განცხადებით, გახარიას პრემიერად დანიშვნა ქართული საზოგადოების დაცინვა იქნება.

“დანარჩენი გახსოვთ, რომ ამ აქციაზე იყო უკანონო პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნაც. გამოუშვეს ადამიანები ადმინისტრაციული სამართალდარღვევაზე, მაგრამ აქციის მონაწილეების სისხლის სამართლის დევნა დაიწყო და კიდევ უფრო დაამძიმა ვითარება. ბიძინა ივანიშვილს ჩვევად აქვს, დასცინოს საკუთარ მოქალაქეებს. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ გიორგი გახარია პრემიერ მინისტრად დანიშნოს. თუ უნდა ივანიშვილს, კიდევ ერთხელ მიაყენოს შეურცხყოფა ქართულ საზოგადოებას, ეს მისი ნებაა, რომელიც არჩევნებზე ძვირად დაუჯდება”, – აცხადებს კორძაია.

შეგახსენებთ, რომ შესაძლოა, სამთავრობო ცვლილებები განხორციელდეს. მამუკა ბახტაძეს გიორგი გახარია ჩაანაცვლეს, ხოლო გახარიას ირაკლი ღარიბაშვილი, – ამ ინფორმაცია “ტვ პირველი” ავრცელებს.

პარტიის ლიდერს გადაწყვეტილება მიღებული აქვს. დაგეგმილი ცვლილებები სექტემბრის დასაწყისში იქნება. გახარია საარჩევნო სიასაც ჩაუდგება სათავეში 2020 წლის არჩევნებშიც, – აცხადებს “ტვ პირველი”.

იტვირთბა....