aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოჯახს, რომლის სახლიც საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა, მამუკა აზარაძე ახალ სახლს ჰპირდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ოჯახს, რომელიც უკანონო ბორდერიზაციის პირობებში, მავთულხლართებს მიღმა დარჩა, “თიბისი” ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ახალს სახლს ჰპირდება.

ამის შესახებ ხაზარაძე, რომელიც სექტემბერში ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნას გეგმავს, სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

“რუსული მცოცავი ოკუპაცია ყოველდღიურად გვართმევს სამშობლოს ნაწილს. ეს არის ბრძოლა ყოველი გოჯი ქართული მიწისთვის, ამ ომს თავისი გმირები ჰყავს – იქ მცხოვრები ადამიანები, რომლებიც შიშველი ხელებით ცდილობენ საკუთარი ოჯახების და ქართული მიწის დაცვას.
დღეს მათ სახლი წაართვეს, რომელიც უკვე ოკუპირებულ 20% -ს მიემატა.
ამ ოჯახებმა ისევ უნდა იცხოვრონ თავიანთ მიწაზე, სადაც ახლა მავთულხლართებს ავლებენ რუსი ჯარისკაცები.
ჩვენი მოვალეობაა მათთან ერთად ვიდგეთ.
ამიტომ გეგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება. აქვე მინდა ვთხოვო ქართულ ბიზნესს – დაეხმარონ იქ მცხოვრებ ადამიანებს.
ქართული კერა არ მოიშლება,
ამ ომს ჩვენ მოვიგებთ,
საქართველო გაერთიანდება!”- წერს მამუკა ხაზარაძე.

შეგახსენებთ, გუგუტიანთკარში, რუსი სამხედროების მიერ მავთულხართების მონტაჟის გამო გივი რაზმაძის სახლი მავთულხართებს მიღმა მოექცა.

იტვირთბა....