რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართების მონტაჟი დღეს დილიდან ისევ განაახლეს. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.
რკინის ბოძებს მიღმა ექცევა ორი ოჯახის, გუგუტიშვილებისა და რაზმაძეების სახლები. აღნიშნული სახლები 2008 წლის ომის შემდეგ დამწვარი იყო და საცხოვრებლად არ გამოდგებოდა. თუმცა ოჯახები საკარმიდამო ფართს იყენებდნენ.
ამასთან, ადგილზე არიან ქართველი სამართალდამცველები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.