ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ახალგაზრდა ქალს, რომელიც დედამთილმა ფულის მოპარვაში დაადანაშაულა, პირობით მსჯავრად 3 წელი შეუფარდა.
თავად ბრალდებულიც თავს დამნაშავედ ცნობს. ნ. ჭ-ს მიმართ გამოძიება სს კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო. ახალგაზრდა ქალს ფულის მოპარვაში დედამთილი ადანაშაულებდა.