რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ რეკომენდაციები გადაუგზავნა სამეცნიერო უწყებების ხელმძღვანელებს, რომელშიც სამეცნიერო წრეებს ეკრძალებათ უცხოელ კოლეგებთან კონტაქტი და შესაბამისი ნებართვის გარეშე მათთან შეხვედრა. ამის შესახებ რუსული გაზეთი “მოსკოვსკი კომსომოლეცი” იუწყება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამეცნიერო განყოფილება გასცემს შესაბამის ნებართვებს მეცნიერებისათვის, რომლებიც დაგეგმავენ უცხოელი კოლეგების ქვეყანაში ჩამოყვანას. მათ უნდა წარადგინონ სტუმართა სია წინასწარ და მიიღონ სპეციალური ნებართვა აღნიშნული სამინისტროდან.
აღსანიშნავია, რომ სამინისტრო მოითხოვს, რომ შეხვედრას მინიმუმ 2 ადგილობრივი მეცნიერი დაესწროს. უფრო მეტიც, შეხვედრის შემდეგ, ორგანიზატორებმა სამინისტროს უნდა წარუდგინონ მათი უცხოელ მეცნიერებთან შეხვედრების და საუბრების მოკლე მიმოხილვა სტუმართა პასპორტების ასლებით.
“ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ უცხოელი კოლეგა, რომელიც ეწვევა ჩვენს სამეცნიერო წრეებს, ჩამოვართვათ მობილური ტელეფონი, მოვხსნათ მაჯიდან საათი და დავატოვებინოთ ადგილზე ბურთულიანი საწერკალამიც კი” – რუსი მეცნიერი ალექსანდრე ფრადკოვი წერილს უგზავნის სამინისტროს და მოითხოვს მათგან მკაცრად დაისაჯონ ამ რეკომენდაციის ავტორები.
ექსპერტები აცხადებენ, რომ მსგავსი ინიციატივები ძალიან ჰგავს საბჭოთა კავშირის დროს არსებულ სისტემას. ისინი თვლიან, რომ მეცნიერებას საზღვრები და ეროვნება არ უნდა გააჩნდეს.