“ძალიან სამწუხაროა რომ მართლა კვალიფიციური ტელევიზია გადაქცეული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ტელევიზიად. რამდენიმე წამყვანმა სახე დაკარგა და ლამის 16 წლამდე ბავშვებისათვის ამ ტელევიზიის ყურება მავნებელი იყო. ლექსიკა, რომელიც ამ ტელევიზიაში გამოიყენებოდა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. ფაქტი, რომელსაც „რუსთავი 2“-ზე ჰქონდა ადგილი, ანტისახელმწიფოებრივი როლი შეასრულა და ძალიან სერიოზულად დააზარალა სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესები. ფაქტი, რომელიც გაბუნიას გადაცემაში იყო ეს შეურაცხყოფს ყველა ნორმალურ და კულტურულ ადამიანს”
„ერთიანი საქართველო -დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე “პრაიმტაიმთან” საუბრისას;