ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლევან ვასაძემ და სასულიერო პირებმა ბათუმში დიდგორობა აღნიშნეს

12 აგვისტოს ბათუმში მოქალაქეთა ერთმა ნაწილმა დიდგორობა აღნიშნა. მსვლელობაში მონაწილეობას იღებდა ბიზნესმენი ლევან ვასაძეც. მსვლელობა ბათუმის ცენტრალური პარკიდან დაიწყო და მემედ აბაშიძის ქუჩაზე გავლით, იუნკრების საფლავთან გადაინაცვლა.

სასულიერო პირებმა, რომლებიც ასევე იღებდნენ მსვლელობაში მონაწილეობას, იუნკრების საფლავთან პარაკლისი გადაიხადეს.

მსვლელობას წინ მიუძღოდა რამდენიმე ცხენოსანი და ჩოხებში ჩაცმული კაცები.

იტვირთბა....