ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მე-8 საუკუნის კოშკი მიწასთან გასწორდა” – უშგულში მოსახლეობამ გზა გადაკეტა (ვიდეო)

სვანეთში, უშგულში მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება.

პროტესტის მიზეზი კოშკების ნგრევა გახდა. როგორც სოციალური ქსელის მომხმარებელი, მანანა ხაჭვანი წერს, უშგულში, ორი წლის წინ მერვე საუკუნის კოშკი ჩამოინგრა და იგივე განმეორდა ერთი კვირის წინ.

მისივე ინფორმაციით, საგანგაშო მდგომარეობაშია კოშკებისა და მაჩუბების 90 %, რომლებიც ამ ზამთარს ვერ გადაიტანენ.

“მეგობრებო,გაცნობებთ, რომ ამ წუთებში, გზები გადაკეტეს უშგულში . მოსახლეობა დიდი პროტესტის გამართვას აპირებს.
ინფორმაციებს ეტაპობრივად გაგიზიარებთ და თქვენც გააზიარეთ.

სამწუხაროდ, უშგულში, ორი წლის წინ მერვე საუკუნის კოშკი მიწასთან გასწორდა, იგივე განმეორდა ერთი კვირის წინ.
უშგულში, საგანგაშო მდგომარეობაში არის კოშკების და მაჩუბების 90 %, რომლებიც ამ ზამთარს ვერც კი გადაიტანენ.
თვალწინ გვენგრევა საუკუნეების საგანძური, რის გამოც ათასობით ტურისტი ჩამოდის საქართველოში…
თვალწინ გვენგრება ჩვენი წინაპრების სისხლიანი ხელებით ნაშენი დღემდე მოღწეული ისტორია.
მე ვტირი და მტკივა თითოეული გაბზარული კოშკი და მაჩუბი., რომლებიც ჩემი ბავშობის და ჩვენი წარსულის განუყრელი ნაწილია…

უმორჩილესად გთხოვთ ყველას , ვისაც კი ჩვენი სამშობლო შეგტკივათ დაგვიდექით გვერდში”.- წერს მანანა ხაჭვანი.

Gepostet von Ushguli Svaneti Georgia am Montag, 12. August 2019

მეგობრებო,გაცნობებთ, რომ ამ წუთებში, გზები გადაკეტეს უშგულში . მოსახლეობა დიდი პროტესტის გამართვას…

Gepostet von Mariam Bakacho Khatchvani am Montag, 12. August 2019

იტვირთბა....