„კვირაში ერთხელ მაქვს საშუალება რომ შევიდე და მოვინახულო ჩემი ძმა. ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ და ისევ მძიმე არის. მომატყუეს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა რადგან მითხრეს ჩვენ უნდა გავჩუმებულიყავით და ჩემს ძმას გამოუშვებდნენ. სექტემბრიდან ვაპირებთ იმ პრობლემებთან დაკავშირებით საუბარს, რა პრობლემებიც საპატრიარქოში არის. იმ წერილებთან დაკავშირებით ვაპირებთ საუბარს რა წერილებიც ჩემმა ძმამ გამოაგზავნა. ჩვენ საპატრიარქომაც და სახელმწიფომაც ხაზი გადაგვისვა და აქედან გამომდინარე ჩვენ არ ვაპირებთ მათ დანდობას”.
თორნიკე მამალაძე, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა