ახალი ამბები მთავარი სამართალი

მოსამართლემ ნიკა გვარამიას გირაო შეუფარდა

“რუსთავი 2-ის” ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. საქალაქო სასამართლომ გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 ათას ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.

პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის 80 ათას ლარიან გირაოს და უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას მოითხოვდა.

ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, სამართალდამცავი ორგანოს ნებართვის გარეშე, ნიკა გვარამიას საქართველოს საზღვრის დატოვება აეკრძალა.

მოსამართლის გადაწყეტილებით, გირაოს თანხა გვარამიამ 30 დღეში უნდა გაფაროს. მოსამართლემ აღნიშნა, რომ თუ გვარამია არ უზრუნველყოფს გირაოს შეტანას, შეიძლება შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება.

პროკურატურა ნიკა გვარამიას საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება:

მუხლი 220. უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება: 

საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, −

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

გვარამიამ სასამართლო პროცესამდე არაერთხელ განაცხადა, რომ ის გირაოს არ გადაიხდის.

 

იტვირთბა....