ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“არავითარ შემთხვევაში არ წავალ ქვეყნიდან, დავრჩები აქ და ივანიშვილის მთავარი მტერი ვიქნები” – გვარამია

ყველგან ვაპირებ წასვლას, სადაც ივანიშვილი დამარცხდება, მე ვიქნები მისი მთავარი მტერი, გპირდებით, – ამის შესახებ “რუსთავის 2”-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, გენერალურ პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

“კიდევ ერთხელ – კორუფცია და ქურდობა არის ჩემი წითელი ხაზი, არ გაპატიებთ, მათ შორის, არც იმას, ვინც ეს დებილობა წაიკითხა პირდაპირ ეთერში. უკაცრავად, თუ ეს ბრალი უბდა წაგეყენებინათ 4 საათი რომ მკითხავდით ერთი შეკითხვა მაინც რატომ არ დამისვით ამ ბინებზე?! მე, არ ვაპირებ შემოვიფარგლო მარტო ტელევიზიით, თუმცა მას საუკეთესოს გავაკეთებ, მიუხედავად იმისა, ჩამსვამენ, თუ არა, მაგრამ მე,მონაწილეობას მივიღებ ყველა პლატფორმაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილს დააზარალებს. ეს არ არის ჩემი არჩევანი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის არჩევანი.პროკურატურის დღევანდელი ბრიფინგით მან შემომითვალა,რომ მე ვარ მისი ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე ამ მიწაზე,მე ვიღებ ამ გამოწვევას. მე წავალ პოლიტიკაშიც, მე წავალ საზოგადოებრივ მოძრაობებშიც, ყველგან, სადაც ბიძინა ივანიშვილის დასამარება მიმდინარეობს.

მოვუწოდებ ყველას, გაერთიანების დროა, საქართველოში არის დიქტატურა. ხდება ზუსტად ის,რაც ხდება რუსეთში.არჩევნები რუსეთშიც ტარდება, მაგრამ თუ ვინმე ამტკიცებს,რომ რუსეთი დიქტატურა არ არის, ჯობია სახლში დაჯდეს, ტელევიზორს უყუროს და არ იყოს პოლიტიკაში.საქართველოში დამყარდა რუსული ტიპის დიქტატურა. უზურპატორი უნდა წავიდეს”, – განაცხადა გვარამიამ.

ყველაფრის მოლოდინი მაქვს, ბევრჯერ გითხარით, რომ ყველაფრის მოლოდინი მაქვს. არავის სჯეროდა რომ ეს მოხდებოდა. სრულიად დარწმუნებული ვიყავი, ბევრმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ ქვეყნიდან წავსულიყავი, ხელისუფლების წყაროებმაც მითხრეს, რომ წავსულიყავი. არავითარ შემთხვევაში არ წავალ ქვეყნიდან, რომ მერე მომაყოლონ კორუფციის ბრალი. გამორიცხულია, დავრჩი და ვრჩები აქ, ჩემი არჩევანი არის მხილოდ ორ რამეს შორის – ან თავისუფლება ან პატიმრობა. მესამე შანსი არ იქნება, ეს გამორიცხულია”, – განაცხადა გვარამიამ ნიკა გვარამიამ.

იტვირთბა....