“რეფინანსირების სესხები – ეს არის კორუფციული სქემა, რომლითაც სამართალდამცავი ორგანოები უნდა ინტერესდებოდნენ. ლარის გაუფასურების ძირითადი მიზეზიც სწორედ ეროვნული ბანკის მხრიდან კომერციული ბანკებისთვის რეფინანსირების სესხების სახით მიცემული 1, 450, 000, 000 ლარია. ასეთი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის პირობებში, ინტერვენციების გაგრძელებას აზრი არ აქვს. რა აზრი აქვს 32 მილიონი დოლარის გაყიდვას და ამით მიმოქცევიდან 90 მილიონი ლარის ამოღებას, როდესაც იგივე ეროვნული ბანკი რეფინანსირების სესხების სახით მიმოქცევაში დამატებით უშვებს 15-ჯერ მეტ ლარს. ეს ხომ წყალში გადაყრილი ფულია”.
თემურ ბასილია, ფინანსისტი
“კომერსანტის” ექსკლუზივი