მთავარი ციტატა

“ომი გამოცხადებულია და მიღებულია, კორუფციაში ბრალდება ჩემთვის მთავარი წითელი ხაზია”

“თუ გამოძიების ფუნდამენტი არის ეს ორი ბინა, ხომ შეიძლება ეკითხათ? არ უკითხავთ. გარდა ამისა, “ინტერმედიადან” საბუთები ხომ  ამოიღეს, იმ საბუთებში სესხის ხელშეკრულება ხომ არის? ხელშეკრულების დაბრუნების თაობაზე მიღება-ჩაბარების დოკუმენტი ხომ არის? როცა ნატურით დამიბრუნეს, რაც მათაც აწყობდათ და მეც. მე გავყიდე ბინები ან შეკითხვა დაესვათ… რა თქმა უნდა ეს არის მიზანმიმართული, საბრიფინგე მასალა, რაღა ეთქვათ, რომ გვარამიამ 500 000 თუ რაღაცა მოიპარა

ჩემთვის მთავარი წითელი ხაზი არის კორუფციაში ბრალდება, იმიტომ, რომ მე მთელი ცხოვრება ვაკეთებ იმას, რომ ყველა ადამიანმა იცოდეს ირგვლივ, რომ კორუფცია არის დაუშვებელი , ამ წითელი ხაზის გადაკვეთას არ ვაპატიებ არავის პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს, გამოცხადებულია ომი, ომი მიღებულია

ვერაფერი სხვა ვერ იპოვეს”…

ნიკა გვარამია – “რუსთავი2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი

“TV პირველი”

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, “რუსთავი2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დღეს დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით.

მათივე განცხადებით, ბრალის წარდგენის შემდეგ საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით.

 

იტვირთბა....