ჰოლანდიის სტატისტიკის სააგენტოზე დაყრდნობით სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, რომ ნიდერლანდებში ძლიერი სიცხისგან ერთ კვირაში 400-მდე ადამიანი დაიღუპა.
მათივე ინფორმაციით, ანომალიური სიცხის ტალღამ, რომელიც ქვეყანაში 22 ივლისიდან დაიწყო, საერთო ჯამში 2964 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ყველაზე მაღალი ტემპერატურა – 40 გრადუსი ცელსიუსი ჰოლანდიაში 25 ივლისს დაფიქსირდა.
400 დაღუპულიდან დაახლოებით 300 ადამიანი ოთხმოცი წლის ან მეტი ასაკისაა.
აღნიშნული კვირის გარდაცვალების სტატისტიკა 2006 წლის იმ პერიოდის მონაცემის მსგავსია, როდესაც ქვეყანას ანომალიური სიცხის ორმა ტალღამ დაარტყა, რომელიც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი იყო.