aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

თურქეთში მომხდარი 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 23 ადამიანი დაშავდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

თურქეთში დღეს 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, რის შედეგადაც 23 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციათა სააგენტოს ხელმძღვანელი, მეჰმეთ გიულიოღლუ, ავრცელებს.

მიწისძვრის ეპიცენტრი, სავარაუდოდ, ქვეყნის დასავლეთით, ქალაქ დენიზლიში, შვიდი კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ჯანდაცვის სამმართველოს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულები არ არიან. თუმცა, ახლომდებარე სოფლებში, რამდენიმე ძველი შენობა დაზიანდა.

იტვირთბა....