ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არსებობს ორი სცენარი: ან მთლიანად ნებდები, ან უბრალოდ იბრძვი” – სააკაშვილის აგვისტოს ომზე

ვეთანხმები რომ ჩვენი ხელისუფლება 2008 წლის აგვისტოში რუსეთის პროვოკაციას წამოეგო – ასე გამოეხმაურა საქრთველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი IWPR-სთვის მიცემულ ინტერვიუში აგვისტოს ომის თემატიკას.

„არა, ეს ასე არ არის. ყირიმის მაგალითმა ცხადად აჩვენა, რომ არსებობს ორი სცენარი: ან მთლიანად ნებდები, ან უბრალოდ იბრძვი. არ არსებობს მესამე სცენარი; როდესაც ისინი (რუსეთის ჯარი) უკვე იქ იმყოფებოდნენ, ვინ დაიწყო ომი?“, – აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი IWPR-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ამასთან, სააკაშვილი ტალიავინის დასკვნაზეც საუბრობს, რომ აცხადებს, რომ აღნიშნულმა დასკვნამ ძალიან ცუდი როლი ითამაშა.

„მათ განაცხადეს, რომ ომი საქართველოდან დაიწყო, თუმცა რუსული ჯარი იმ დროისთვის უკვე იქ იმყოფებოდა. უკაცრავად, რას გულისხმობენ ამაში? რუსეთის სცენარი ძალიან მკაფიო იყო. ეს იყო არტიკულირებული, არა სპეკულირებული. კოკოითმა [სამხრეთ ოსეთის მაშინდელმა დე ფაქტო პრეზიდენტმა] თქვა,”ჩვენ გავასუფთავებთ ხეობებს ბანდიტებისგან”- მათი სცენარი იყო სრულმასშტაბიანი შემოჭრა, მაგრამ ამ შემოჭრის შენიღბვა ოსური ძალების ადგილობრივების გარკვეულ ჯგუფთან დაპირისპირებით სურდათ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

2008 წელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ზონებში განხორციელებული აგრესიის შედეგად დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.

შეგახსენებთ, რომ დღეს აგვისტოს ომის დაწყებიდან 11 წელი გავიდა.

იტვირთბა....