ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება” – შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგო ვოლსტრომი განცხადებას ავრცელებს.

“11 წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც რუსეთი შეიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. შვედეთი რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერად. რუსეთის სამხედრო შენაერთების ყოფნა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საერთაშორისო შეთანხმების უხეში დარღვევაა.

მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება”, – წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგო ვოლსტრომი მიკრობლობ „ტვიტერზე”.

იტვირთბა....