შარშან თუ შარშანწინ, 8 აგვისტოს პუტინის რუსეთს შევაგინე, არ მოსულაო, გინება ცუდიაო. არადა ამ დღეს სხვა არაფრის თქმა არ მინდა გულწრფელად.
თქმაც არა, დაყვირება, ჰოდა აღარ დავწერ. მაგრამ აზრი არ შემიცვლია, არც განწყობა, არც ემოცია. პრობლემა ისაა რომ დღესაც, ისევე როგორც 11 წლის წინ, უსუსურები ვართ, რამე რომ იყოს, ისევ ისეთ გამოუვალ და სასოწარკვეთილ სიტუაციაში აღმოვჩნდებით
უსუსურობა და სასოწარკვეთა, და ამის გამო წარმოუდგენელი ბრაზი – ეს მახსოვს ყველაზე მძაფრად
და დღესაც იქ ვართ, ისევ უტვინოდ ვცხოვრობთ, ისევ რაღაცეების და ვიღაცეების იმედი გვაქვს,ისევ სისულელეებს ვაკეთებთ ვითომ პატრიოტული მოტივებით, ისევ საკუთარ ფეხებში ვისვრით და ვრჩებით ღატაკი, ისევ ‘თავისუფალი საქართველო’ გვინდა, მაგრამ საბჭოთა საქართველოს ვერ ველევით, ისევ მონობა გვირჩევნია პასუხისმგებლობას, ისევ ვუყურებთ როგორ დადიან კოსტუმიანი ადამიანები დაღუპული ჯარისკაცების საფლავებზე, და მწუხარე სახით ასწორებენ ‘ვენოკზე’ ლენტს”
ზურა ჯაფარიძე – პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი”
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, რომ დღეს აგვისტოს ომის დაწყებიდან 11 წელი გავიდა.
შარშან თუ შარშანწინ, 8 აგვისტოს პუტინის რუსეთს შევაგინეარ მოსულაო, გინება ცუდიაოარადა ამ დღეს სხვა არაფრის თქმა არ…
Gepostet von Zurab Girchi Japaridze am Donnerstag, 8. August 2019