ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, ყველა სახელმწიფო უწყებაზე საქართველოს დროშა დაშვებულია

საქართველო-რუსეთის აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, ყველა სახელმწიფო უწყებაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა, 8 აგვისტოს 00:00 საათამდე დაეშვა.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

2008 წელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ზონებში განხორციელებული აგრესიის შედეგად დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.

შეგახსენებთ, რომ დღეს აგვისტოს ომის დაწყებიდან 11 წელი გავიდა.

იტვირთბა....