ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეტროში, დიდუბე-ღრმაღელის მონაკვეთზე მატარებლის შუშა ჩაიმსხვრა და 3 ადამიანი დაშავდა

თბილისის მეტროში, დიდუბე-ღრმაღელის მონაკვეთზე, ღია სივრცეში მატარებლის შუშა ქვით ჩაიმსხვრა და სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა 6 აგვისტოს, საღამოს საათებში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას “on.ge” ავრცელებს.

მათი ცნობით დაშავებულთაგან ერთ-ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ, სავარაუდოდ, ქვა გარედან ესროლეს ვაგონს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე და 124-ე მუხლებით დაიწყო. ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები, ჩაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.

იტვირთბა....