ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჰოლანდიიდან შემოტანილ ქათმის ხორცში სალმონელას ბაქტერია აღმოაჩინეს

საქართველოს შემოსავლების სამსახურის ცნობით, ფოთის საბაჟო პუნქტში 28 ტონა გაყინულ ქათმის ხორცში სალმონელა აღმოაჩინეს.

ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, შემთხვევა 6 აგვისტოს მოხდა. გაყინული ქათმის ხორცი ჰოლანდიიდან იყო შემოტანილი და მას ექსპორტიორ ქვეყანაში უკანვე გააბრუნებენ.

ცნობისათვის, სალმონელათი ინფექცია ხშირი ბაქტერიული დაავადებაა, რომელიც აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. სალმონელას ბაქტერია ნორმალურ პირობებში, ძირითადად, ცხოვრობს ცხოველებისა და ადამიანების ნაწლავებში, საიდანაც იგი ფეკალიებთან ერთად გამოდის. ადამიანები ინფიცირდებიან, ძირითადად, დაბინძურებული წყლის ან საკვების მიღებით.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბავშვთა კვების პროდუქტებში მოკვლევა უკვე დაიწყო. მათი განცხადებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან მიიღეს შეტყობინება საფრანგეთში წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტებში სალმონელას შესაძლო არსებობის შესახებ.

იტვირთბა....