aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბატონი ვოლსკი რჩება რუსეთის საგარეო დაზვერვის ოფიცრად” – ნათელაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ლეიბორისტების” ლიდერი შალვა ნათელაშვილი გია ვოსლსკის იმ განცხადებას ეხამურება, სადაც ის ამბობს, რომ აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო.

“ბატონი ვოლსკი რჩება რუსეთის საგარეო დაზვერვის ოფიცრად. ამიტომ ის აცხადებს და წერს იმას, რასაც ავალებს ხელმძღვანელობა მოსკოვიდან. შესაბამისად, მე შემიძლია შევაფასო, როგორც კრემლის პოზიციის გამაგრება და თანადგომა. უფრო ვრცლად დაზვერვის რიგითი აგენტი არ იმსახურებს მსჯელობას,“-აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს აგვისტოს ომის დაწყებიდან 11 წელი გავიდა. ამ მოვლენას როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის ლიდერებიც გამოეხმაურნენ. როგორც გია ვოლსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, სააკაშვილის რეჟიმმა აგვისტოს ომში, ბრძოლის ველზე მიატოვა გმირულად დაღუპული ბიჭები.

იტვირთბა....