ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

13 გარდაცვლილი და 9 დაშავებული – ჩინეთში სტიქიას ებრძვიან

“როიტერის” ინფორმაციით, ჩინეთში წყალდიდობას 13 ადამიანი ემსხვერპლა, ცხრა კი დაშავდა.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სტიქია ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ხუბეის პროვინციაში მძვინვარებს. ძლიერი წვიმების შედეგად რამდენიმე დასახლება დაიტბორა. 20-მდე სახლი სტიქიის შედეგად ბოლომდე დაინგრა.

სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა 40 ადამიანის გადარჩენა მაეხარხეს. რამდენიმე ათეული პირი ამ დრომდე დატბორილ ტერიტორიაზე რჩება. მაშველები მათ უსაფრთხო ადგილას გაყვანას ცდილობენ.

ადგილობრივი მეტეოროლოგები რეგიონში ძლიერ ნალექს უახლოეს 24 საათში კვლავ ელოდებიან.

იტვირთბა....