თუ აქამდე ანაკლიაზე კონტროლის დაწესების კუთხით დრო მათზე მუშაობდა “ფულის გათეთრების” საქმის დაკიდებით, ახლა პირიქით, ეს საქმე მძიმე ტვირთად დაედოთ, – ამის შესახებ ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში, გია ხუხაშვილი, სოციალური ქსელის პირად გვერდზე წერს.
“გაგიკვირდებათ, მაგრამ ვატო წერეთლის დაბარება ანაკლიის ამერიკული კონტროლის ქვეშ გადასვლას უკავშირდება. თუ აქამდე ანაკლიაზე კონტროლის დაწესების კუთხით დრო მათზე მუშაობდა “ფულის გათეთრების” საქმის დაკიდებით, ახლა პირიქით, ეს საქმე მძიმე ტვირთად დაედოთ….რაღაცა უნდა ქნან, ბნელ ოთახში როგორმე შავი კატა უნდა იპოვონ…”, – წერს ხუხაშვილი
შეგახსენებთ, რომ 5 აგვისტოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ გაავრცელა განცხადება, რომ კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას, საქართველოში აშშ-ს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, მაიკლ ქაუგლი, შეასრულებს.