თბილისში, დიდ დიღომში ახალგაზრდა ქალსა და ბავშვს მანქანა დაეჯახა. ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხოლო ქალს რამდენიმე სახის მოტეხილობა აქვს, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გავრცელებული ინფორმაციით დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.
იაშვილის კლინიკაში ამბობენ, რომ 8 წლის ბავშვი რეანიმაციაში იმყოფება და “ოპერაციები ვერ უტარდება, რადგან მისი მდგომარეობა უმძიმესია“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.