„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, რომ მართალია სახეცვლილი ფორმით, თუმცა მაინც აღდგება „მწერალთა სახლი“ და „წიგნის ცენტრი“. მათ მართლაც ფუნქციური გავლენა ჰქონდათ ქართულ ლიტერატურაზე, კულტურაზე და შესაბამისად, საქართველოს იმიჯზეც ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამიტომ კარგია, რომ ეს სტატუს-კვო აღდგება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, ვინაიდან „წიგნის ცენტრი“ და „მწერალთა სახლი“ უკვე „მწერალთა სახლის“ სახელწოდებით იფუნქციონირებს. მას ძალიან კარგი ხელმძღვანელი ჰყავს. ნატა ლომოური გამომცემლებისა და მწერლების ნდობით სარგებლობს. დარწმუნებული ვარ, ახალი ხელმძღვანელი ახალ ბორდსაც შესაბამისად დააკომპლექტებს და დაჩაგრულ პროფესიონალებსაც აღადგენს თავიანთ პოზიციებზე”.
ლაშა ბუღაძე, მწერალი
“პალიტრანიუსი”