ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ოკუპაცია დასრულდება, ვინაიდან უკანონოა და საერთაშორისო სამართლის პრინციპს ეწინააღმდეგება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდოამრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოკუპაცია დასრულდება, ვინაიდან უკანონოა და საერთაშორისო სამართლის პრინციპს ეწინააღმდეგება.

აღნიშნული კომენტარი მან ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბასა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაგეგმილი შეხვედრის შეფასებისას გააკეთა.

შეხვედრაზე პუტინმა და ხაჯიმბამ სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხი უნდა განიხილონ.

„დე ფაქტო ადმინისტრაციის წევრებთან შეხვედრები და მოლაპარაკებები ჩვენი აზრით, არანაირ ლეგიტიმურ საფუძველს არ ატარებს. შესაბამისად, ის გადაწყვეტილებები, რაც ასეთი მოლაპარაკებების დროს იქნება მიღებული, არალეგიტიმურია. ბუნებრივია ეს რუსეთის მხრიდან საერთო ოკუპაციის პოლიტიკის ნაწილია.ჩვენ ვახორციელებთ პრაგმატულ და პასუხისმგებლიან საგარეო პოლიტიკას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და დემოკრატიული განვითარებით. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ჩვენ აუცილებლად შევქმნით მომენტს, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელი იქნება. ეს ოკუპაცია დასრულდება, ვინაიდან უკანონოა და საერთაშორისო სამართლის პრინციპს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

იტვირთბა....