"ბლოკების აკრძალვით წავახალისებთ სრულ კონსოლიდაციას ოპოზიციაში" - კობახიძე - Metronome.Ge
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბლოკების აკრძალვით წავახალისებთ სრულ კონსოლიდაციას ოპოზიციაში” – კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირკლი კობახიძემ საარჩევნო ბლოკების გაუქმების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ ბლოკების აკრძალვით წავახალისებთ სრულ კონსოლიდაციას ოპოზიციაში

მისი თქმით, ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ შანსი შევიდნენ პარლამენტში, ბლოკების გაუქმების შემთხვევაში ეს შესაძლებლობა გაუჩნდებათ.

“თუ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტი თვლის, რომ მას არ აქვს 0,67 პროცენტის აღების შანსი, ანუ დაახლოებით 12 ათასი ხმის აღების შანსი, პირიქით, მათ ვუბიძგებთ კონსოლიდაციისკენ. მაგალითად, დღეს რომ არის კვალიფიციური პარტია, პირობითად, ბაჩუკი ქარდავა, ან შოთა მალაშხია და ა.შ მათ ჩვენ ვუბიძგებთ თუ არ აქვთ 0.67 პროცენტის აღების შანსი და ვიცით, რომ არ აქვს, შევიდნენ შესაბამის პარტიაში, “ნაციონალურ მოძრაობაში“, ვისთანაც არიან აფირილებულნი და სრული კონსოლიდაცია იქნება. პირიქით, ჩვენ ბლოკების აკრძალვით წავახალისებთ სრულ კონსოლიდაციას ოპოზიციაში”, – განაცხადა კობახიძემ.

ამავე თემაზე
იტვირთბა....