საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით ათიკაშვილი ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი ლარის კურსის ვარდნას კვლავ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და ოპოზიციას უკავშირებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების სწორი ეკონომიკური პოლიტიკა და ეროვნული ბანკის ინტერვენცია დროთა განმავლობაში ლარის კურსს დაასტაბილურებს.
„ლარს მცურავი კურსი გააჩნია, მასზე აისახება შესაბამისი მოვლენები, ის ნეგატიური მოვლენები, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, ცხადია, მან ჰპოვა ლარის კურსზე ასახვა, თუმცა საქართველოს ეროვნული ბანკი და ეკონომიკური გუნდი შესაბამისი პოლიტიკის განხორციელებით მიდის იმ ნიშნულამდე, რომ ლარი, რა თქმა უნდა, დააბრუნოს თავის ბუნებრივ ამპლიდუდაში. ეს დროის ფაქტორია, დარწმუნებული ვარ ამ კუთხით ყველაფერი იქნება ძალიან კარგად,“- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ლარის ოფიციალური ღირებულება გუშინ 2.89 გახდა.